კორვეტ ZR1 (Corvette ZR1)


ფასი:58995 დოლარი(1990)
ძრავა:375 ცხენის ძალა, 5,7 ლიტრი, V8
0-100კმ/სთ: 4,6 წამი
მაქსიმალური სიჩქარე: 290კმ/სთ


80_იანი წლების ”შევროლე” ცდილობდა ”კორვეტისთვის” რეპუტაცია შეენარჩუნებინა. სამყაროს უდიდესმა ავტომობილების მწარმოებელმა სულ ცოტა ხნის წინ პატარა ”ლოტუსი” შეიძინა. ინგლისური ფირმა ”ლოტუსი” ცნობილი იყო საინჟირნო სფეროში მიღებული თამამი გადაწყვეტილებებით და ავტომობილებით, ამიტომ ”შევროლემ” მას 5,7 ლიტრიანი და პატარაბლოკიანი V-8 L98_ის გადაკეთება სთხოვა, რათა ”კორვეტი” მსოფლიოს უსწრაფსი მანქანა გამხდარიყო.
”ლოტუსს” უნდა შეენარჩუნებინა რამდენიმე სიდიდე, მაგალითად ცილიდრის დიამეტრის ცენტრისა და ძირითად გაბარიტს შორის მანძილი. პროექტში ”ფორმულა 1_ის” გურუ ტონი რუდი ჩაერთო. მანვე დააპროექტა ორმაგი ზედა კამერის მქონე V8 და რამდენი მე კომპონენტი გააუმჯობესა. ახალ ძრავას 375 ცხენის ძალა და 370 ფუნტი/ფუნტზე ბრუნვის მომენტი ჰქონდა.
ახალმა ძრავამ ZR1 ააჩქარა და 1990 წელს ავტომობილს 100კმ/სთ სიჩქარის განვითარება ხუთ წამზე ნაკლებ დროში შეეძლო, ხოლო მაქსიმალურმა სიჩქარემ 290 კმ/სთ_ს გადააჭარბა.
”ლოტუსის” მიერ გადაკეთებული პატარაბლოკიანი V 8 ერთდროულად მძლავრიცაა და ლამაზიც. 16 შემწოვი მორბედი ცილინდრძე ოთხ სარქველს ამაგრებს და სიმძლავრე 375 ცხენის ძალაა. ZR1_ის V 8_ები მაღალი წარმადობის ძრავებზე დახელოვნებულმა მერკური მარინმა ააწყო, ხოლო შემდეგ ძრავა კენტუკში, ბულინგ გრინში ჩაიტანეს და ”კორვეტებში” დაამონტაჟეს.
მაღალი ხარისხის მიუხედავად, ZR1_ს დიდი წარმატება არ ჰქონია. ის ჩვეულებრივ C4_ზე ორჯერ ძვირი ღირდა, გარეგნულად კი ერთადერთი განსხვავება მანქანებს შორის უკანა ნაწილშია. 1991 წელს ეს განსხვავებაც გაქრა და ამ მანქანების გარჩევა კიდევ უფრო გართულდა. ZR1_ის გამოშვება ”შევროლესთვის” წამგებიანი აღმოჩნდა.


ინფორმაცია mestni
მაგარი ჟივოი ვარ :)))

დატოვე კომენტარი